ინფლაცია

ერთ წელში ბოსტნეული 43%-ით, ზეთი 31%-ით, პური კი 19%-ით გაძვირდა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 1.3%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 12.8% შეადგინა.

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები წინა წელთან შედარებით 18.4%-ით გაძვირდა, რაც წლიურ ინფლაციაზე 5.7 პროცენტული პუნქტით აისახა.

ამ ჯუფში ფასები მომატებულია შემდეგ პროდუქტებზე:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული  - 43%-იანი ზრდა;
  • ზეთი და ცხიმი - 31.6%-იანი ზრდა;
  • პური და პურპროდუქტები - 19.4%-იანი ზრდა;
  • რძე, ყველი და კვერცხი - 18.2%-იანი ზრდა;
  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 18%-იანი ზრდა;
  • თევზეული - 16%-იანი ზრდა;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები - 13%-იანი ზრდა;
  • ხორცი და ხორცის პროდუქტები - 11.2%-იანი ზრდა;
  • ხილი და ყურძენი - 9.3%-იანი ზრდა;
  • ყავა, ჩაი და კაკაო - 6.4%-იანი ზრდა.

ფასები მომატებულია სხვა ჯგუფებშიც.

ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 19.6%-ით. ფასებმა მოიმატა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაცია - 28.9%-იანი ზრდა;
  • სატრანსპორტო მომსახურების ფასი - 2.8%-იანი ზრდა.

საცხოვრებლის, წყლის, ელ.ენერგიის და აირის ჯგუფში ფიქსირდება ფასების 11.9%-იანი მატება. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები - 13.9%-იანი ზრდა;
  • საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება - 7.3%-იანი ზრდა;
  • წყალმომარაგება და საცხოვრებელთან დაკავშირებული სხვა მომსახურება - 4.5%-იანი ზრდა.

ჯანმრთელობის დაცვა გაძვირდა 8.4%-ით. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე:

  • სამედიცინო პროდუქცია, აპარატურა და მოწყობილობა - 12.7%-იანი ზრდა;
  • საავადმყოფოების მომსახურება - 5.3%-იანი ზრდა;
  • ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება - 3.6%-იანი ზრდა.

2021 წელს საქართველოში ინფლაციის დონემ ბოლო ათი წლის რეკორდულ ნიშნულს გადააჭარბა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის [IMF] გლობალური ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, მაღალი ინფლაციის დონით საქართველო მსოფლიოში მე-16 ადგილზეა და მას ისეთი ქვეყნები უსწრებენ, როგორებიცაა: ვენესუელა, სუდანი, სურინამი, იემენი და ზიმბაბვე. 

 

კომენტარები