არჩევნები 2021

წითლიძე: 3 ნოემბერს 20:00 საათზე ზუგდიდში აქცია გაიმართება

ანა წითლიძე

ერთრიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ანა წითლიძის ინფორმაციით, ხვალ, 3 ნოემბერს, ზუგდიდში საპროტესტო აქცია გაიმართება. 

ზუგდიდში აქცია 20:00 საათზე დაიწყება. 

" ხვალ, 3 ნოემბერს, ზუგდიდში საღამოს 20:00, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წინ, მეუნარგიას 25, გელოდებით აქციაზე.

ამ არჩევნებმა გვანახა რომ მხოლოდ არჩევნებზე ხმის მიცემა არ არის საკმარისი, საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიცოცხლისთვის ბრძოლას სჭირდება ქუჩაში ბრძოლა და ხმების დაცვა".- აცხადებს ანა წითლიძე. 

2 ნოემბერს აქცია გიმართება ბათუმსა და რუსთავში. ბათუმში აქცია 17:00-ზე აჭარის მთავრობის სახლთან გაიმართება, ხოლო რუსთავის ციხესთან 18:00-ზე. მელიას თქმით, რუსთავის ციხესთან აქციას პერმანენტული ხასიათი ექნება. 

ოპოზიცია ასევე გეგმავს 6 ნოემბერს საპროტესტო აქცია თბილისში, თავისუფლების მოედანზე გამართოს. მელიას თქმით, 6 ნოემბრამდე ოპოზიციის წევრები ჩავლენ ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და სხვა დიდ ქალაქებში.

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

 

კომენტარები