არჩევნები 2021

თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია 6 ნოემბერს გაიმართება

თბილისში ოპოზიციის საპროტესტო აქცია შაბათს, 6 ნოემბერს გაიმართება. ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსამსახური ავრცელებს.

დღეს, 31 ოქტომბერს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე თქვა, რომ ოპოზიციის საპროტესო აქცია კვირას, 7 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე გაიმართებოდა. შემდეგ დროას ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დაწერა, რომ აქცია 7 ნოემბერს არ ჩატარდებოდა. 

30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, 20-დან 19 ქალაქში მერის არჩევნები ქართულმა ოცნებამ მოიგო. ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია.

არჩევნების შესახებ ყველა სიახლეს თვალი ადევნეთ ტაბულას საარჩევნო პორტალზე – არჩევნები 2021

კომენტარები