ჩოგბურთი

ეკატერინე გორგოძე რუმინეთში გამართული ტურნირის გამარჯვებული გახდა

Facebook

ეკატერინე გორგოძე რუმინეთის ქალაქ კლუჟში გამართული საერთაშორისო ტურნირის წყვილთა თადარიგის გამარჯვებული გახდა.

მეწყვილე, რუმინელ ირინა ბარასთან ერთად ქართველმა ჩოგბურთელმა სერბი ალექსანდრა კრუნიჩი და ნიდერლანდელი ლესლი პატინამა კერკოჰევისი ანგარიშით 2:1(4:6, 6:1, 11:9) დაამარცხა.

გორგოძემ პირადი რეკორდიც დაამყარა, ამ დონის ტურნირი ქართველმა ჩოგბურთელმა კარიერაში პირველად მოიგო – WTA-ს ტურნირის საპრიზო ფონდი $235 238-ს შეადგენდა.

ეკატერინე გორგოძე და ირინა ბარა გამარჯვებას ზეიმობენ

წელს გორგოძემ და ბარამ კიდევ ერთი საერთაშორისო ტურნირზე გაიმარჯვეს, რომელიც გერმანიის ქალაქ კარლსრუეში გაიმართა.

რუმინეთში გამარჯვების შემდეგ სავარაუდოა ქართველი სპორტსმენი WTA-ს წყვილთა რეიტინგის საუკეთესო 80-ეულში მოხვდეს. ამჟამად გორგოძე 1010 ქულით 102-ე ადგილს იკავებს.

კომენტარები