არჩევნები 2021

ბობოხიძე: უნდა შევქმნათ გარემო, რომ ივანიშვილი იძულებული იყოს ვადამდელი არჩევნები დანიშნოს

ოპოზიცია ჩემი აზრით მხოლოდ ერთ ამოცანაში ვიქნებით ერთიანი, ჩვენ უნდა შევქმნათ გარემო, როდესაც ბიძინა ივანიშვილი გახდება იძულებული დანიშნოს ვადამდელი არჩევნები. ამას სჭირდება ჩვენი ხალხის პროტესტი შიგნით და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა გარედან. ამას სჭირდება კომპლექსური ღონისძიებები გატარება, რათა ეს ორი კომპონენტი იქნას მოპოვებული, მათ შორის ოპოზიციას მოუწევს საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბება პარლამენტში მუშაობასთან დაკავშირებით.

ამბობს ევროპული საქართველოს აღმასრულებელი მდივანი, აკაკი ბობოხიძე. 30 ოქტომბერს საქართველოს 20 ქალაქსა და თვითმმართველ თემში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურები გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალური მონაცემებით, ერთადერთი თვითმმართველი თემი, რომელშიც ოპოზიციის მერობის კანდიდატმა გაიმარჯვა, წალენჯიხაა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ არჩევნები გაყალბებულია. ოპოზიციის გეგმა ნახეთ აქ.

კომენტარები