არჩევნები 2021

მელია: მიუხედავად ძალადობისა, ზიზღის ფრქვევისა, არ ეყოთ, გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა

ჩვენ დღის განმავლობაში ყველამ ვიხილეთ, რა არის ქართული ოცნების სახე, მეთვითონაც მძულს უკვე ეს ფრაზები, თითქოს ვამკობ ხელისუფლებას როცა ვსაუბრობ, რომ ისინი არიან მოძალადეები, მაგრამ ფაქტის კონსტანტირებას ვახდენ უბრალოდ. დღეს ოცნება საერთოდ მარცხნივ არის, კილომეტრებით დაშორებლია პოლიტიკისგან. პრეტენზიაც არ აქვთ რომ პოლიტიკურ პროცესში იყვნენ, თავიდან ბოლომდე ძალადობით, პროკურორებით, პოლიციელებით, ვითომ კრიმინალებით, ვითომ ძველი ბიჭებით ატარებენ არჩევნებს. მიუხედავად ყველაფრისა, მათი ძალადობისა, მათ მიერ ზიზღის ფრქვევისა, არ ეყოთ, გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა. 

ახლა შტაბებში ყოფნის დრო არ არის, ახლა ძალიან მშვიდად, ვისაც აქვს შესაბამისი აკრედიტაცია, უნდა შევიდეთ უბნებზე და დავიცვათ ხმები მოძალადეებისგან. შეუძლებელია, კალაძე, კობახიძე, ღარიბაშვილი ვერ აცნობიერებდნენ, რომ მათ მხარდაჭერა აღარ აქვთ. 

ამბობს ენმ-ს თავმჯდომარე და თბილისის მერობის კანდიდატი, ნიკა მელია.

TV იმედის 18:00 საათის ეგზიტპოლების მიხედვით, საქართველოს ოთხ ქალაქში - თბილისი, ბათუმი, ქუთაისი და რუსთავი, ქართული ოცნების კანდიდატებმა გაიმარჯვეს. სხვაგან კომპანია გორბს ეგზიტპოლი არ ჩაუტარებია. ცდომილების ზღვარი 95%-იანი საიმედოობით +-2.5%-ია.

მთავარი არხის დაკვეთით კი, ეგზიტპოლები ხუთ დიდ ქალაქში ჩატარდა და ყველგან - თბილისი, ქუთაისი, ბათუმი, რუსთავი, ზუგდიდი - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის კანდიდატმა გაიმარჯვა. გამოკითხვის პროცესი შეასრულა კომპანია ანოვამ. შედეგების შესაძლო ცდომილების ზღვარი +/-3%-ია.

კომენტარები