ჩოგბურთი

რაფაელ ნადალმა 97 წლის ჩოგბურთელთან ითამაშა

Befunky

რაფაელ ნადალმა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვან პროფესიონალ მოთამაშესთან, 97 წლის უკრაინელ ლეონიდ სტანისლავსკისთან საჩვენებელი მატჩი გამართა.

მსოფლიოს ყოფილმა პირველმა ჩოგანმა, 20 გრანდ სლემის ტიტულის მფლობელმა, ასაკოვან პროფესიონალს მანაკორში, საკუთარ აკადემიაში უმასპინძლა.

"ორი მიზანი მაქვს ცხოვრებაში დარჩენილი: ვიცოცხლო 100 წლამდე და ვითამაშო როჯერ ფედერერთან". – ამბობს უკრაინელი ჩოგბურთელი.

2020 წლეს სტანისლავსკი, როგორც ყველაზე ასაკოვანი მოქმედი ჩოგბურთელი გინესის წიგნის რეკორდსმენი გახდა. 

კომენტარები