რაც შეეხება სააკაშვილის მორიგ მასკარადს და თეატრს. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მისი ეს მცდელობა, ეს შოუ რაც მან დადგა, ემსახურება ერთადერთ მიზანს, რომ რამენაირად გადასულიყო კერძო კლინიკაში. ჩვენ რა თქმა უნდა ამის თაობაზე გავაკეთეთ კომენტარი და ახლაც შემიძლია გავიმეორო. ერთადერთი მიზნით ჩამოვიდა სააკაშვილი საქართველოში, მოეხდინა რევოლუცია, გადატრიალება და ის ბინძური პროვოკაცია, რაც მას ჰქონდა დაგეგმილი, მათ შორის რამდენიმე ადამიანის მკვლელობა.
მიხეილ სააკაშვილის დაკავება
ღარიბაშვილი: სააკაშვილის დადგმული შოუ ემსახურება ერთ მიზანს, გადავიდეს კერძო კლინიკაში
tbl.ge/5qos
დაკოპირდა
თქვა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 28-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო ექსპრეზიდენტის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და, მისი ინფორმაციით, იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით.
ამავე თემაზე
- ინსპექტორის სამსახური: სასამართლოს გადაწყვეტილება საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს ადგენს
- სასამართლომ პენიტენციურს სააკაშვილის კადრების გავრცელებისთვის დაკისრებული ჯარიმა გაუუქმა
- დეკანოიძე: სააკაშვილის საქმეზე საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია
- მიხეილ სააკაშვილი პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
- თუთბერიძე: თუ სააკაშვილის უფლებები კვლავ შეილახება, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს