საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ნიკა გვარამიას თქმით, ციხის საავადმყოფო მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოების მინიმალურ გარანტიასაც არ უზურნველყოფს და მისი ინფორმაციით, პრეზიდენტის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება "პირდაპირ უსაფრთხოების პრობლემების შემცველი".
ჩვენ მიხეილ სააკაშვილის უფლებების დამცველები ჯანდაცვის პრობლემებთან ერთად აღვნიშნავთ, რომ ციხის ე.წ. საავადმყოფო არ არის მინიმალური გარანტიაც კი უსაფრთხოების დაცვის. [...] იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანის ერთ-ერთი წინაპირობა თითქოს არის მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება. სინამდვილეში სრულად საწინააღმდეგო სურათი გვაქვს. ჩვენი ინფორმაციით, ციხის საავადმყოფოში გადაყვანა იქნება პირდაპირ უსაფრთხოების პრობლემების შემცველი და ეს პრობლემები იქნება იმიტირებული ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლების მიერ. იქნება ე.წ იმიტირებული ბუნტი, რომელიც დასრულდება სააკაშვილის ლიკვიდაციით." - თქვა გვარამიამ.
ადვოკატის თანახმად, უსაფრთხოების პრობლემების გარდა სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში გადაყვანა არ შეიძლება იმის გამო, რომ ეს სამედიცინო დაწესებულება არ აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც პრეზიდენტისთვის საჭირო სამედიცინო დახმარების აღმოჩენისთვის არსებობს. გვარამიას თქმით, ციხის მე-18 სამედიცინო დაწესებულება არ არის კონსილიუმის დასკვინთვე განსაზღვრული C-კატეგრორიის, შერეული მულტიფუნქციური კლინიკა.
"ყველაზე მაღალი რისკი, რომელიც ახალ სააკაშვილს ემუქრება, გულის გაჩერების რისკია. შესაბამისად ამ კლინიკაში, ციხის საავადმყოფოში უნდა იყოს კარდიოლოგიური სერვისი მეორე დონე, კერძოდ ინტერვენციური კარდიოლოგია, ანგიოკარდიოლოგიური ლაბორატორია, ენდოკარდიული პეისმეიკერის იმპლანტაციის შესაძლებლობა და კათეტერალური აბლაცია, სტენოკარდიული და ტრომბოზილი გართულებების მართვა. აღნიშნული არის ამ კლინიკაში შეუძლებელი" - თქვა ნიკა გვარამიამ.
გვარამია აღნიშნავს, რომ კლინიკა, სადაც გადაიყვანენ პრეზიდენტს უნდა იყოს მრავალპროფილიანი და მულტიფუნქციური.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი დაკავების დღიდან, უკვე 24-ე დღეა რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მიხეილ სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააკავეს.