არჩევნები 2021

ოცნების მხარდამჭერებმა მეტროთი უფასოდ, საზოგადოების ხარჯზე იმგზავრეს

ფორმულა

დღეს, 27 ოქტომბერს, ქართული ოცნების აქციის დასრულების შემდეგ, მმართველი გუნდის მხარდამჭერებმა მეტროთი უფასოდ, საზოგადოების ხარჯზე იმგზავრეს. ოცნების მხარდამჭერი აქცია ერთ საათს გაგრძელდა, დასრულების შემდეგ კი თავისუფლების მოედანზე მეტროთი სარგებლობა უფასო იყო.

ტაბულას სატრანსპორტო კომპანიაში უთხრეს, რომ თავისუფლების მოედნის მეტროსადგურში მგზავრთა ნაკადის უსასყიდლოდ გაშვება ტექნიკურ ხარვეზთან იყო დაკავშირებული. როგორც კომპანიაში განმარტეს, მგზავრთა ნაკადის სიდიდის გამო ტურნიკეტებს ხარვეზი შეექმნათ, სწორედ ამიტომ იყო მეტროსადგურით სარგებლობა უფასო.

კომენტარები