არჩევნები 2021

გელა გნოლიძის ბენდი, დელიკატური ჰიმნი და სიურპრიზი – რა გელით ოცნების აქციაზე

დღეს, 27 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე ქართული ოცნების აქცია გაიმართება. ხელისუფლებას მოქალაქეები რაიონებიდან დღეს დილიდან ჩამოჰყავს. 

აქცია 17:00 საათზე დაიწყება და მას მუსიკალურად გელა გნოლიძის ბენდი გააფორმებს. 

როგორც პროდიუსერი ბაკურ ბაკურაძე ამბობს, აქციაზე შესრულდება, "საქართველოს ჰიმნის დელიკატურად გაკეთებული ვერსია", თუ ვინ შეასრულებს, ამას მაყურებელი სცენაზე იხილავს. 

ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ ოპოზიციის აქციები პანდემიას ამძიმებდა – დღეს თავად მართავს

აქციასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ცალკეულ ქუჩებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა.

ნახეთ - ალტერნატიული მარშრუტები

კომენტარები