ელექტრომომარაგების შეზღუდვა

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 27 ოქტომბერს ელქტრომომარაგება შეუწყდება

ხვალ, 27 ოქტომბერს, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად გეგმურ სამუშაოებს ასახელებს.

ისნის რაიონი

11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბერი გაბრიელ სალოსის გამზირის, ბოგდან ხმელნიცკის და შოთა ნადირაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის (ნაწილობრივ), ალექსეევკის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, ახვლედიანის, მუხაძის, ჩანტლაძის, ამირანაშვილის, წურწუმიას, ფიროსმანის, სააკაძის, კაკაბაძის, ესენინის და პეტრიწის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიდი დიღომი  III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის (ნაწილობრივ), ფერმწერთა, ავთო ვარაზის, ზაალიშვილის, დემეტრე თავდადებულის, პეტრიწის, მეფე არჩილის, მეფე მირიანის და გიორგი გეხტმანის ქუჩების მოსახლეობას.

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა ტაბახმელას და  დაბა წავკისის მოსახლეობას.

"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება" - აცხადებს თელასი.

კომენტარები