კორონავირუსი საქართველოში

Covid 19-ით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 1 942 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 8.5%-ია

The Insurance Journal

Covid 19-ით კიდევ 46 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 22 847 ტესტი და დადასტურდა  1 942 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  4 650 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.5%, ბოლო 7 დღის 9.04%, ხოლო ბოლო 14 დღის - 9.05%.

ინფიცირების 1 942 ახალი შემთხვევიდან თბილისში 704 გამოვლინდა, აჭარაში - 93, იმერეთში – 438, ქვემო ქართლში – 130, შიდა ქართლში – 84, გურიაში – 33, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 129, კახეთში – 253, მცხეთა-მთიანეთში – 16, სამცხე-ჯავახეთში – 48, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 14.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 48 757, საიდანაც 6 166 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 022 - კოვიდ სასტუმროებში, ხოლო 41 569 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 549 პირი, 318 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 694 182 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 635 611 პაციენტი და გარდაიცვალა –  9 788.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები