ენერგოკრიზისი ევროპაში

პოლონეთის პრემიერი: ევროპის ენერგოკრიზისი რუსულ Gazprom-ზე დამოკიდებულების შედეგია

მატეუშ მორავეცკი

პოლონეთის პრემიერი, მატეუშ მორავეცკი ფიქრობს, რომ ევროპის ენერგოკრიზისი, რომელიც გაზის ფასების რეკორდულად ზრდამ გამოიწვია, რუსულ ენერგომონოპოლისტ კომპანია Gazprom-ზე ევროკავშირის ზედმეტად დამოკიდებულების შედეგია. ამის შესახებ მორავიეცკიმ ევროკავშირის ბრიუსელის სამიტზე ისაუბრა.

"კრიზისის პირველწყარო ბაზრის ზედმეტად დამოკიდებულებაა Gazprom-ზე. საუბედუროდ, ფაქტია, რომ რუსეთი და პრეზიდენტი პუტინი ამ საწვავს (ბუნებრივი აირი) ფასებზე მანიპულაციისთვის იყენებენ", - ამბობს მორავიეცკი.

პოლონეთის პრემიერის აზრით, გაზის ფასების ზრდა, რაც ელექტროენერგიის ფასებზე აისახება, რუსეთს აწყობს და მისი პოლიტიკის შედეგადაა გამოწვეული. მორავეცკის თანახმად, ევროპაში Gazprom-ის ქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო აძლიერებს კომპანიის მონოპოლიას, უფრო მეტად უნდა გაკონტროლდეს.

ევროპაში ბუნებრივი აირის ფასები რეკორდულად იზრდება, რამაც თითქმის მთლიან კონტინენტზე გამოიწვია ენერგოკრიზისი, რომლის მსგავსიც 70-იანი წლების შემდეგ არ ყოფილა.

რიგ ქვეყნებში ბუნებრივი აირის ფასმა 600%-ით მოიმატა და წინა წელთან შედარებით 6-ჯერ ძვირია, ელექტროენერგიის ფასები კი 200%-ით გაიზარდა.

რა ფაქტორებმა გამოიწვია ენერგოკრიზისი ევროპაში და რა როლი აქვს ამ პროცესში რუსეთს, ნახეთ აქ.

 

კომენტარები