საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინგიზა: სამგზავრო მატარებლების მოძრაობა სრულად აღდგენილია

საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით, სამგზავრო მატარებლების მოძრაობა სრულიად აღდგენილია. 

"ოპერატიულად ჩატარებული აღდგენითი სამუშაოების შედეგად მოძრაობა სრულად, ოთხივე მიმართულებით დაახლოებით სამ საათში განახლდა. საქართველოს რკინიგზამ ინფორმაცია მომხდარის შესახებ მგზავრებს მატარებლების გაჩერებისთანავე მიაწოდა." - ნათქვამია განცხადებაში.

სარკინიგზო მიმოსვლის შეფერხება გუშინ, 23 ოქტომბერს ოთხ მიმართულებაზე,  ზუგდიდი- თბილისი, თბილისი-ბათუმი, თბილისი-ფოთი და ბათუმი-თბილისი, სახელმწიფო ელექტროსისტემის მაღალი ძაბვის ხაზების გაწყვეტას მოჰყვა, რამაც საკონტაქტო ხაზის დაგვიანება და მატარებლების შეჩერება გამოიწვია.

კომენტარები