საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზა გაუქმებული რეისების განახლების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს რკინიგზა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, 9 იანვრიდან თბილისიდან ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით და პირიქით, ამ 3 ქალაქიდან თბილისის მიმართულებით რეისები განახლდება. 

"ძვირფასო მგზავრებო, გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 9 იანვრიდან განახლდება შემდეგი რეისები:

№870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი

№874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი

№854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი.

აქვე განვმარტავთ, რომ გაუქმებული რეისების ბილეთების საფასური მგზავრებს სრულად აუნაზღაურდებათ". - წერია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.


2 იანვარს საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უამინდობის გამო, 3 და 4 იანვარს მატარებლები მხოლოდ თბილისი-ბათუმი-თბილისის რეისს შეასრულებდნენ.

კომენტარები