კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: დიდი ხანია მომხრე ვარ, რომ მწვანე პასპორტები იყოს ძალიან მალე

მას შემდეგ, რაც ვაქცინები შემოვიდა, ჩემი პირადი პოზიცია ასეთია, რომ არავითარი შეზღუდვები აღარ უნდა იყოს, გარდა იმისა, რომ ადამიანები იყვნენ აცრილები და აცრილები რომ არიან, მერე შეზღუდვები აღარ არის საჭირო.

კიდევ და კიდევ, რამენაირად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ მეტი ადამიანი აიცრას. და არაესენციური, ისეთი  სერვისები, რომლებიც არ არის სასიცოცხლოდ აუცილებელი, უნდა იყოს მხოლოდ იმ ადამიანებისთვის, ვინც არის უსაფრთხო.

აქ არის ლაპარაკი აცრილებზე და არააცრილზე, აქ არის ლაპარაკი, ვინ არის უსაფრთხო და საფრთხისშემცველი თავის თავისთვის პირველ რიგში და მერე საზოგადოებისთვის - ასე უნდა მოხდეს გარკვეულ სერვისებზე და გასართობ დაწესებულებზე წვდომა, ეს არის ჩემი პოზიცია.

თარიღს ნამდვილად ვერ მოგახსენებთ, მაგრამ მე დიდი ხანია მომხრე ვარ, რომ მწვანე პასპორტები იყოს ძალიან მალე

NCDC-ს დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე საქმიანი დილის ეთერში.

კომენტარები