არჩევნები 2021

ნონიაშვილი: კოალიციური მართველობა ევროპული მართვის სტილია, რასაც ოპოზიცია ხალხს სთავაზობს

ქართული ოცნების ერთპიროვნული მართველობის პარალელურად საზოგადოებაში უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება კოალიციური მართვის იდეა, რომელიც წაგვიყვანს დემოკრატიული და ცივილიზებული გზისკენ ამ ქვეყანას და გამოიყვანს ერთპიროვნული მართველობიდან, გუშინდელი მერის ჩრდილოვანი კაბინეტის წარდგენის კონცეფციაც ამის ნათელი მაგალითია, კოალიციური მართველობა არის ის ევროპული მართვის სტილი, რომელსაც სთავაზობს ოპოზიცია ხალხს, რომელშიც ევროპული საქართველოც მონაწილეობს და აქვე მინდა ვთქვა, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანებს მოვუწოდებთ მოვიდნენ მეორე ტურებზე და გააკეთონ არჩევანი ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, ეს მიგვიყვანს კოალიციური მართვის იდეამდე.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ნონიაშვილი. ერთიანი ნაცინალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიერ წარდგენილი ჩრდილოვანი კაბინეტი ექვსპარტიულია, რომელიც გუშინ, 20 ოქტოპმბერს წარუდგინეს საზოგადოებას.

კომენტარები