კორონავირუსი საქართველოში

კორონავირუსის 4 411 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა კიდევ 29 ადამიანი

Covid 19-ით კიდევ 29 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 53 700 ტესტი და დადასტურდა  4 411 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა  2 896 პაციენტი.

დადებითობის დღიური მაჩვენებელია 8.21%, ბოლო 7 დღის 9.05%, ხოლო ბოლო 14 დღის - 8.83%.

ინფიცირების 4 411 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 456 გამოვლინდა, აჭარაში - 111, იმერეთში – 827, ქვემო ქართლში – 293, შიდა ქართლში – 347, გურიაში – 93, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 348, კახეთში –  696, მცხეთა-მთიანეთში – 104, სამცხე-ჯავახეთში – 88, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 48.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 48 358, საიდანაც 5 725 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 012 - კოვიდ სასტუმროებში, ხოლო 41 621 - ბინაზე.

მძიმე პაციენტია 1 367 პირი, 289 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 680 182 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 622 181 პაციენტი და გარდაიცვალა –  9 617.


ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები