შავი ზღვა

რუსეთის თავდაცვა: შავი ზღვის თავზე აშშ-ს ბომბდამშენს რუსული გამადაგურებლები აედევნენ

რუსული ავიაგამანადგურებელი Су-30-დან გადაღებული ამერიკული თვითმფრინავები

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შავი ზღვის თავზე რუსული ავიაგამანადგურებლები ამერიკულ ბომბდამშენსა და მის საწვავით ამვსებ თვითმფრინავს აედევნენ.

უწყების ცნობით, ამერიკული სტრატეგიული ბომბდამშენი B-1B და მისი საწვავით შემვსები აეროტანკერი, რომლებიც რადარებზე 19 ოქტომბერს დააფიქსირეს, რუსეთის საზღვრის მიმართულებით მიფრინავდნენ. ასევე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათთან ახლოს იყო კიდევ ორი KC-135 ტიპის აეროტანკერი.

რუსული მხარის თქმით, რათა ამერიკულ თვითმფრინავებს "მათი სახელმწიფო საზღვარი არ დაერღვიათ", შავი ზღვის ფლოტის საზღვაო ავიაციის ორი ავიაგამანადგურებელი Су-30 გაუშვეს.

რუსული ავიაგამანადგურებლები აეროდრომზე დაბრუნდნენ მას შემდეგ, რაც ამერიკულმა თვითმფრინავებმა კურსი შეიცვალეს. 

შემთხვევა აშშ-ს თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის უკრაინაში გამართული ვიზიტის პარალელურად მოხდა. ვიზიტის დროს ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ რუსეთი აღმოსავლეთ უკრაინაში მშვიდობისთვის წინაღობაა. მან რუსეთს მოუწოდა შეეჩერებინა გამანადგურებელი ქმედებები შავ ზღვაში და უკრაინის საზღვრებთან. 

B-1B ტიპის ამერიკულ სტრატეგიულ ბომბდამშენებს NATO-ს პარტნიორების წვრთნების დროს იყენებენ.

ბოლო მსგავსი შემთხვევა კვირას, 18 ოქტომბერს მოხდა, როდესაც რუსული თვითმფრინავები ამერიკულ B-1B-ს იაპონიის ზღვაში აედევნენ.

 

კომენტარები