კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: ხისტი ნაბიჯები საჭირო იქნება – დარწმუნებული იყავით, მწვანე პასპორტი ამოქმედდება

პროგნოზი არ არის საიმედო და, შესაბამისად, დღესაც იქნა დავალებები გაცემული, რომ მომზადდეს პაკეტი შემდგომი გადაწყვეტილებებისთვის. გეთანხმებით, რომ ხისტი ნაბიჯები საჭირო იქნება. ამას გადაწყვეტს საკოორდინაციო საბჭო. მე რასაც ვთავაზობ, ამას საკოორდინაციო საბჭოზე ვსაუბრობ. არ ვმალავ [რომ მანდატორიზმის მომხრე ვარ] 

დარწმუნებული იყავით, რომ [მწვანე პასპორტები] ამოქმედდება. არის მრავალი მიდგომა მწვანე პასპორტთან მიმართებაში - რომელს აირჩევს საქართველო, უნდა იქნეს წარდგენილი საკოორდინაციო საბჭოზე. 

ამბობს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ეპიდსიტუაციასა და ე.წ. მწვანე პასპორტებზე საუბრისას.

კომენტარები