Covid 19-ით კიდევ 42 ადამიანი გარდაიცვალა, ბოლო 24 საათში ჩატარდა 57 301 ტესტი და დადასტურდა 5 219 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 2 348 პაციენტი.
დადებითობის დღიური მაჩვენებელია 9.11%, ბოლო 7 დღის 9.02%, ხოლო ბოლო 14 დღის - 8.79%.
ინფიცირების 5 219 ახალი შემთხვევიდან თბილისში 1 755 გამოვლინდა, აჭარაში - 142, იმერეთში – 907, ქვემო ქართლში – 375, შიდა ქართლში – 442, გურიაში – 104, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 339, კახეთში – 879, მცხეთა-მთიანეთში – 104, სამცხე-ჯავახეთში – 101, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 51.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 46 872, საიდანაც 5 679 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 003 - კოვიდ სასტუმროებში, ხოლო 40 190 - ბინაზე.
მძიმე პაციენტია 1 300 პირი, 269 მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
კორონავირუსის გავრცელებიდან დღემდე, ქვეყანაში დადასტურდა ინფიცირების 675 771 შემთხვევა, მათგან გამოჯანმრთელდა 619 285 პაციენტი და გარდაიცვალა – 9 588.
ქვეყანაში სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. კვების ობიექტებს მუშაობის უფლება 23:00-მდე აქვთ.
ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:
- ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
- ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
- დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
- ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
- ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
- იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.
სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.
ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.