კორონავირუსი საქართველოში

იმნაძე: როცა ვაქცინაა, არავითარ ლოკდაუნზე ლაპარაკი არ უნდა იყოს თუ სამედიცინო სექტორი უძლებს

ყველა გათვლებით, იმ შეზღუდვებმა, რაც იყო შარშან გაზაფხულზე, ამ ქვეყანაში, მინიმუმ, 10 000 სიცოცხლე შეინარჩუნა, ეს ყველამ უნდა იცოდეს კარგად, მაგრამ დღეს სხვა დროა, ვაქცინა არის.

შეზღუდვები, რა თქმა უნდა, საჭირო გახდება იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო სექტორი ვეღარ უძლებს დატვირთვას. შეზღუდვა საჭირო არის მხოლოდ ამისთვის, რომ სამედიცინო სექტორს მიეცეს ნორმალურად მუშაობის საშუალება. დანარჩენი კი, ვაქცინა ხომ არის? ამიტომ, კეთილი ინებონ და აიცრან, ქვეყანა ვერ გაჩერდება იმიტომ, რომ ვიღაცა არ იცრება. ჩემი პირადი აზრი ისაა, რომ როდესაც ქვეყანაში არის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა, არავითარ ლოკდაუნზე ლაპარაკი არ უნდა იყოს თუ სამედიცინო სექტორი უძლებს დატვირთვას

NCDC-ს დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე რუსთავი ორის ეთერში.

კომენტარები