ეკონომიკა

ღარიბაშვილი: ევროპის მასშტაბით გამორჩეული, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს

ჩვენ გვაქვს მთელი ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი გამორჩეული, ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა. შეგახსენებთ, 12%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს და საკმაოდ თავდაჯერებულები ვართ, რომ, დაახლოებით, 10%-იან ეკონომიკურ ზრდაზე გავალთ წლის ბოლოს. 

შესაბამისად, ჩვენ, რა თქმა უნდა, ახალი წლიდან კიდევ უფრო მეტ პროექტს განვახორციელებთ, წავახალისებთ საშუალო და მცირე ბიზნესს, სოფლის მეურნეობას, ბიზნესთან გვექნება უფრო მჭიდრო ურთიერთობა, რომ საერთო სინერგია შევქმნათ და განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა.

თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები