ფარული ვნება

კოლუმბიური სერიალის, ფარული ვნების მეორე სეზონი 2022 წელს გამოვა [VIDEO]

პოპულარული კოლუმბიური სერიალი, ფარული ვნება, მეორე სეზონით მაყურებელს 2022 წელს უბრუნდება. TELEMUNDO-მ ვიდეო ერთი საათის წინ გამოაქვეყნა, სადაც მთავარი გმირები ერთმანეთს ხვდებიან. სერიალის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

სერიალის პირველ სეზონში, თავიანთი დის სიკვდილის გამო შურის საძიებლად ძმები რეიესები ელიზონდოს რანჩოში მუშების როლს ირგებენ. თუმცა, დები ელიზონდოების გაცნობის შემდეგ, ძმების გულში შურისძიების წყურვილს სიყვარული ანაცვლებს. 20 წლის თავზე, ელიზონდოებისა და რეიესების ოჯახები ერთ დიდ ოჯახად გაერთიანდა, თუმცა, სერიალის მეორე სეზონში მათ ახალი გამოწვევები ელით. სავარაუდოდ, სერიალი ახალი ტრაგედიით გაიხსნება, რომელიც ოჯახის სიმყარეს დიდ გამოცდას მოუწყობს. პროფესორის სიკვდილის შემდგომი გამოძიება ახალ დეტალებს გაამჟღავნებს, ეჭვმიტანილი კი რეიესებისა და ელიზონდოების ერთ-ერთი წყვილის შვილი იქნება! 

კომენტარები