ფარული ვნება

კოლუმბიური სერიალის, ფარული ვნების მეორე სეზონი, შესაძლოა, 2021 წელსვე ვიხილოთ

ტელემუნდო 2021-2022 წლებში რამდენიმე ძველი პროექტის გაცოცხლებას და ახლის ჩაშვებას გეგმავს. ამის შესახებ არაერთ უცხოურ გამოცემაში ვრცელდება ინფორმაცია.

ესპანურენოვანი მაუწყებელი NBCUniversal, სხვა ძველ თუ ახალ პროექტებთან ერთად, საქვეყნოდ ცნობილი კოლუმბიური ტელენოველის, ფარული ვნების მეორე სეზონზე მუშაობს, რომელსაც 2021 ან 2022 წელს ვიხილავთ. 

სერიალის პირველ სეზონში, თავიანთი დის სიკვდილის გამო შურის საძიებლად ძმები რეიესები ელიზონდოს რანჩოში მუშების როლს ირგებენ. თუმცა, დები ელიზონდოების გაცნობის შემდეგ, ძმების გულში შურისძიების წყურვილს სიყვარული ანაცვლებს. 20 წლის თავზე, ელიზონდოებისა და რეიესების ოჯახები ერთ დიდ ოჯახად გაერთიანდა, თუმცა, სერიალის მეორე სეზონში მათ ახალი გამოწვევები ელით. სავარაუდოდ, სერიალი ახალი ტრაგედიით გაიხსნება, რომელიც ოჯახის სიმყარეს დიდ გამოცდას მოუწყობს. პროფესორის სიკვდილის შემდგომი გამოძიება ახალ დეტალებს გაამჟღავნებს, ეჭვმიტანილი კი რეიესებისა და ელიზონდოების ერთ-ერთი წყვილის შვილი იქნება! 

სერიალის გამოსვლის ზუსტი თარიღი ჯერჯერობით უცნობია. 

კომენტარები