მიხეილ სააკაშვილის დაკავება

საპატრიარქო: გვარამიამ ნავი, რომელშიც იჯდა და სხვებიც ისხდნენ, შეახეთქა კლდეს

"გუშინდელი გადაცემით ბატონმა ნიკა გვარამიამ ის ნავი, რომელშიც იჯდა თვითონ და სხვებიც ისხდნენ, პირდაპირ შეახეთქა კლდეს" - ამის შესახებ პატრიარქის პრესსპიკერმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ TV იმედის ეთერში თქვა.

"მან პირდაპირი ომი გამოუცხადა ეკლესიას, და ჩვენ ვნახეთ მრავალი ეპითეტი, იქ გამოთქმული, რომელიც ამას მოწმობს" - აღნიშნავს დეკანოზი.


 მას შემდეგ, რაც რამდენიმე ეპისკოპოსმა სააკაშვილის გათავისუფლება ითხოვა და შერიგების აუცილებლობაზე ისაუბრა, მეუფე შიო მუჯირმა ქადაგებისას სასჯელის აუცილებლობას გაუსვა ხაზი. მან თქვა, რომ "ზოგჯერ, უკიდურეს შემთხვევებშიც, უნდა მოვიკვეთოთ ასეთი ადამიანი".

კომენტარები