ქართული ოცნება

ბოლქვაძე: მეუფე შიო წარმოშობით ჩელისტია, თუმცა ერთ მშვენიერ დღეს გაქრა

სხვათა შორის, ძალიან დიდი მოთხოვნილება მქონდა ერთი პერიოდი, რომ მონაზვნად წავსულიყავი, არ ვიცი ეს რა იყო, მაგრამ რაღაც ერთი პერიოდი მქონდა ეგეთი შეგრძნება, იქ ხომ არ არის ჩემი ადგილითქო.

ერთმა ფაქტმა მიმიზიდა ძალიან, მეუფე შიო, რომელიც თქვენ იცით, არის ჩელისტი წარმოშობით, ჩვენ ერთად ვუკრავდით კვინტეტებს, ჩვენ ძალიან ბევრი კონცერტი გვაქვს დაკრული და ერთ მშვენიერ დღეს გაქრა, არავინ არ იცოდა სად იყო. რაღაც მომენტში ეს ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან სტრესი იყო, იმიტომ, რომ ვერ გავიგეთ რა მოხდა, მაშინ ძალიან პატარები ვიყავით, მასზე ძალიან დიდი იმედები მყარდებოდა, როგორც მუსიკოსზე და როგორც ჩელისტზე, მაგრამ თავისი ადგილი მონახა, თავისი გზა მონახა და სხვათაშორის, ძალიან პატარა იყო ამისთვის, 20-21 წლის.

მე რამდენიმე წელში ეს აზრი გამიჩნდა, რომ ეგებ ჩემი ადგილი იქ იყოს, ეგზისტენციალური პრობლემების წინ დავდექი, თუმცა პირველი რაც იყო, მშობლები ვერ დავტოვე ვერაფრით, ეტყობა მოწოდება არ იყო, მაგრამ რაღაც მომენტში ასეთი აზრები გამიჩნდა.

ქართული ოცნების დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე, ტელეკომპანია იმედის ეთერში.

კომენტარები