პენიტენციური დაწესებულება

პენიტენციური: ხანძრისას 2 ადამიანი გარდაიცვალა, კვამლით ინტოქსიკაციით რამდენიმე დაშავდა

სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულება
რუსთავი 2

სპეციალური პენიტენციური სამსახური რუსთავის მე-17 საპატიმროში აგჩენილ ხანძართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მათი ინფორმაციით, სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს 2 მსჯავრდებულის სიცოცხლე ემსხვერპლა, ასევე, კვამლით ინტოქსიკაციით მსუბუქად დაშავდა კომპანია ილი ჯგუფის რამდენიმე თანამშრომელი. 

"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით განმარტავს, რომ N17 პენიტენციური დაწესებულების სამზარეულოში გაჩენილ ხანძარს ორი მსჯავრდებულის, რომან ქრისტესიაშვილის და ილია ხიპაშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ორივე მათგანი დაწესებულების სამეურნეო ნაწილში იყო დასაქმებული. ასევე კვამლის ინტოქსიკაციის შედეგად მსუბუქად დაშავდა კომპანია "ილი ჯგუფის" (პენიტენციური სამსახურის კვებითი მომსახურების კომპანია) რამდენიმე თანამშომელიც, რომელთა ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებათ. 

დაწესებულების სამზარეულოს ნაწილში აალება ,ჯერჯერობით, დაუდგენელი მიზეზების გამო, დაახლოებით, 14:20 საათზე მოხდა. აღსანიშნავია, რომ სამზარეულო მსჯავრდებულების საცხოვრებელი კორპუსიდან მოშორებით მდებარეობს და არ არსებობდა საფრთხე ხანძრის გავრცელების. ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია. მომხდარის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა სახელმწიფო ინსპექტორს სამსახურს. ასევე ინფორმირებულია იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია. ხანძრის გამომწვევი მიზეზების და გარემოებების დადგენა მოხდება მიმდინარე საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში". - წერია განცხადებაში. 

მომხდარზე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესების შესაძლო დარღვევისა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის შესაძლო შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების ფაქტზე დაიწყო

N17 დაწერებულებაში ხანძარი გუშინ, 14 ოქტომბერს, 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. პენიტენციური სამსახურის  ცნობით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული.

კომენტარები