პენიტენციურ დაწესებულება

რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინდელ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა

სასჯელაღსრულების მე-17 დაწესებულება
რუსთავი 2

რუსთავის N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გუშინდელ ხანძარს ორი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ადასტურებს.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, N17 დაწესებულებაში ხანძარი გუშინ, 14 ოქტომბერს, 14:20 საათზე სამზარეულოში გაჩნდა. მათივე ცნობით, ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა და 11 სახანძრო მანქანა იყო მობილიზებული. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

კომენტარები