მიხეილ სააკაშვილის დაკავება

მეუფე მიქაელი სააკაშვილზე: მე დავაშავე, შენ უნდა მომიტევო, შენ დააშავე, მე უნდა მოგიტევო

თავისუფლება უნდა ყველას და მე ვარ მომხრე იმისა, რომ ყველა ადამიანი გათავისუფლდეს და საყვარელ ოჯახებს დაუბრუნდეს. პეტიციაზე ხელის მოწერა ბევრს არაფერს ნიშნავს. მთავარი არის ის, რომ ნებისმიერი ადამიანისთვის მინდა სიკეთე და კარგი და თავიანთ საყვარელ ოჯახებს დაუბრუნდნენ, მარტო მიხეილ სააკაშვილზე არ არის აქ საუბარი, აქ არის საუბარი ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც ელოდებიან სახლში მშობლები, დედმამიშვილები

მხოლოდ მიხეილ სააკაშვილზე არ არის აქ საუბარი, აქ არის საუბარი ყველა იმ ადამიანზე, რომელსაც ელოდებიან სახლში მშობლები, დედმამიშვილები, ძალიან რთულია, გულსატკენია, გული მეტკინა, რომ მის დედას, შვილებს იმ ადგილებში მისვლა მოუწიათ, რომელ ადგილებშიდაცც სხვადასხვა დედებიც დადიან და სხვადასხვა შვილებიც, ეს არავისთვის არ არის კარგი და არასდროს ყოფილა და არასდროს არ იქნება. ამიტომ, ჩვენ ცოტა სხვანაირად უნდა ვიცხოვროთ, მიმტევებლობით უნდა ვიცხოვროთ, მე დავაშავე, შენ უნდა მომიტევო, შენ დააშავე, მე უნდა მოგიტევო, მარტო დაჭერა და გამწარება არაფერს მოგვიტანს, იმიტომ, რომ დღეს შეიძლება, მე ვიყო პატიმარი, ხვალ შეიძლება, შენ იყო

თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსი, მეუფე მიქაელი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციაზე. 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შექმნილ პეტიციას ხელი მოაწერა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა, მეუფე იოსებ კიკვაძეც, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ და ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა. გარდა ამისა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, "სააკაშვილის ციხეში ყოფნის ყოველი დღე ქვეყნის ინტერესების საზიანოდ მოქმედებს". პეტიციას უერთდება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანიაც.

კომენტარები