ევროკავშირი-უკრაინა

ევროკავშირმა უკრაინის ანტიოლიგარქიულ კანონს მხარი დაუჭირა

შარლ მიშელი, ვოლოდიმირ ზელენსკი და ურსულა ფონ დერ ლაიენი
უკრაინის პრეზიდენტის ოფისი

ევროკავშირმა უკრაინის ანტიოლიგარქიულ კანონს მხარი დაუჭირა. Украинская правда-ს გამოცემის მიხედვით, ამის შესახებ საუბარია უკრაინასა და ევროკავშირის სამიტის განცხადებაში.

სამიტის მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს უკრაინის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობას, რათა უზრუნველყოს ანტიკორუპციული და სამართალდამცავი ორგანოების დამოუკიდებელი და ეფექტიანი ფუნქციონირება, მათ შორის თანამდებობებზე დამსახურებით არჩევის პროცესი.

"ევროკავშირი მიესალმება უკრაინის ძალისხმევას შეზღუდოს კორუფცია და მის ბრძოლას კერძო ინტერესების გავლენის წინააღმდეგ (“დეოლიგარქიზაცია”), მათ შორის შესაბამისი კანონმდებლობის იურიდიულად დასაბუთებული მიღება და გატარება. ევროკავშირი მოვუწოდებს უკრაინას გადადგას შემდგომი ნაბიჯები ამ მიმართულებით" - ნათქვამია განცხადებაში

ევროკავშირმა, ასევე, გამოხატა თანადგომა უკრაინის მასშტაბური რეფორმების, განსაკუთრებით სასამართლო სისტემებსა და კორუფციასთან ბრძოლის, მიმართ.

თავის მხრივ, უკრაინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ერთგულება რომის წესდების რატიფიკაციისადმი, როგორც ეს ასოცირების ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული.

უკრაინის უმაღლესმა რადამ 23 სექტემბერს ოლიგარქებთან დაკავშირებით ახალი კანონი მიიღო.

კანონი ოლიგარქის მნიშვნელობას განმარტავს და პრეზიდენტს და ეროვნული უშიშროების და თავდაცვის საბჭოს ერთობლივად აძლევს უფლებას განსაზღვრონ, ვინ აკმაყოფილებს კანონით მოცემულ კრიტერიუმებს.

ახალი კანონით ოლიგარქებს პარტიების დაფინანსება და პრივატიზაციის პროცესში მონაწილეობის უფლება შეეზღუდებათ. უმაღლესი საჯარო თანამდებობის პირებს, მათ შორის პრეზიდენტს, პრემიერმინისტრს და ცენტრალური ბანკის თავმჯდომარე ვალდებულები ხდებიან ოლიგარქებთან კავშირები გაასაჯაროონ.

კანონი ითვალისწინებს ოლიგარქების რეესტრის შექმნას. სიაში შესაძლოა მოხვდეს ადამიანი, რომელიც შემდეგი 4 კრიტერიუმიდან, 3-ს აკმაყოფილებს: მონაწილეობს პოლიტიკაში, აქვს მნიშვნელოვანი გავლენა მედიაზე, აკონტროლებს ან ფლობს მონოპოლიას, მისი აქტივების ფასი აღემატება ერთ მილიონ საარსებო მინიმუმს.

უკრიანის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენკის თქმით, კანონი ქვეყნის იმ ბიზნესმენებისგან დასაცავად არის საჭირო, რომლებიც ათწლეულებია კორუფციაში არაინ ჩართული. ზელენსკის ოპონენტები ამბობენ, რომ არსებობს საფრთხე, რომ კანონი შერჩევითად იქნება გამოყენებული და პრეზიდენტს კიდევ უფრო მეტ ძალაუფლებას ანიჭებს.

კომენტარები