The Beatles

პოლ მაკკარტნი: THE BEATLES-ის დაშლაზე ჯონ ლენონია პასუხისმგებელი

NME

პოლ მაკკარტნი BBC-ის რადიოს გადაცემას, The Cultural Life-ს ესტუმრა. გავლენიანი მუსიკოსის თქმით, The Beatles-ის დაშლა ჯონ ლენონის გადაწყვეტილებით მოხდა.

"დაშლის ინიციატორი მე არ ვყოფილვარ. ეს ჩვენი ჯონის იდეა იყო. ერთ დღესაც ოთახში შემოვიდა და გვითხრა The Beatles-ს ვტოვებ. გული დამწყდა, ჯგუფს ჯერ კიდევ ჰქონდა ძალიან კარგი მუსიკის კეთების პოტენციალი. ბითლზი ჩემი ბენდი, ჩემი სამსახური, ჩემი ცხოვრება იყო და რა თქმა უნდა გაგრძელება მინდოდა". – ამბობს ინტერვიუში 79 წლის მუსიკოსი.

The Beatles მეოცე საუკუნის ყველაზე გავლენიანი ბენდია. პოლ მაკკარტნი, ჯონ ლენონი, ჯორჯ ჰარისონი და რინგო სტარი – ლივერპულური ოთხეული მუსიკალურ სამყაროში 1963 წელს ალბომით Please, please me შემოიჭრა. შვიდ წელიწადში როკ ბენდმა 13 სტუდიური ალბომი გამოუშვა. 1970 წელს ალბომ Let It Be-ს გამოშვების შემდეგ ბითლზი დაიშალა. დღემდე თაყვანისმცემლების ერთი ნაწილი დაშლაში მაკკარტნის ადანაშაულებს, ხოლო მეორე ნაწილი - ლენონს.

კომენტარები