The Beatles

40 წლის შემდეგ პირველად, THE BEATLES-ის ტრეკი Brit Awards-ზე იქნება ნომინირებული

The Beatles, 1964 წელი
ასტრიდ კირხერი / Pinterest

ლეგენდარული ბრიტანული ბენდის, The Beatles-ის ახალი ტრეკი, "Now and Then" 40 წლის შემდეგ პირველად, 2025 წლის Brit Awards-ზე იქნება ნომინირებული

აქამდე, ბრიტანულმა ბენდმა 1983 წელს წლის რიგით მერვე სტუდიურმა ალბომმა, "Sgt. Pepper’s Lonely Hearts Club Band" წლის ბრიტანული ალბომის ტიტული დაიმსახურა.

"Now and Then" ჯონ ლენონმა 1970-იან წლებში დაწერა - მუსიკოსმა სიმღერა დაუსრულებელი დატოვა, მისი გარდაცვალების შემდეგ ბენდის დარჩენილმა წევრებმა დაასრულეს. 

სინგლის გამოშვების ინიციატორი პოლ მაკკარტნია. სიმღერაში გამოყენებულია ლენონის 1977 წლის, ჯორჯ ჰარისონის 1995 წლის და რინგო სტარის 2022 წლის ჩანაწერები. სიმღერის შექმნაში მონაწილეობდა ბენდის მუდმივი კოლაბორატორი, მეხუთე Beatles-ად წოდებული არანჟირების სპეციალისტი ჯორჯ მარტინი.

სიმღერის შექმნისას გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი, თუმცა მარტინის თქმით ხელოვნური ინტელექტი არ გამოუყენებიათ ვოკალის გასასწორებლად და მსმენელი ლენონის ხმას მოისმენს.

კომენტარები