The Beatles

THE BEATLES-ის ახალ სიმღერაზე პიტერ ჯექსონის მიერ გადაღებული კლიპი გამოვიდა – [VIDEO]

The Beatles-ის ახალ სიმღერაზე ბეჭდების მბრძანებლის ავტორმა, პიტერ ჯექსონმა კლიპი გადაიღო.

კომპოზიცია ჯონ ლენონმა 1970-იან წლებში დაწერა. მუსიკოსმა სიმღერა დაუსრულებელი დატოვა, მისი გარდაცვალების შემდეგ ბენდის დარჩენილმა წევრებმა Now and Then დაასრულეს. 

სინგლის გამოშვების ინიციატორი პოლ მაკკარტნია. სიმღერაში გამოყენებულია ლენონის 1977 წლის, ჯორჯ ჰარისონის 1995 წლის და რინგო სტარის 2022 წლის ჩანაწერები. სიმღერის შექმნაში მონაწილეობდა ბენდის მუდმივი კოლაბორატორი, მეხუთე Beatles-ად წოდებული არანჟირების სპეციალისტი ჯორჯ მარტინი.

სიმღერის შექმნისას გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი, თუმცა მარტინის თქმით ხელოვნური ინტელექტი არ გამოუყენებიათ ვოკალის გასასწორებლად და მსმენელი ლენონის ხმას მოისმენს.

კომენტარები