The Beatles

THE BEATLES-ის ახალმა სიმღერამ რამდენიმე რეკორდი დაამყარა

Youtube

2 ნოემბერს The Beatles-მა ახალი სიმღერა Now and Then გამოუშვა. 1969 წლის შემდეგ პირველად, ლეგენდარული ბენდი ბრიტანული ჩარტების სათავეში დაბრუნდა და ამავდროულად რამდენიმე ახალი რეკორდი დაამყარა:

  • ბენდმა საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა და მეთვრამეტედ მოექცა ბრიტანული ჩარტების სათავეში. აბსოლუტური რეკორდი (21) ელვის პრესლის ეკუთვნის.
  • რეკორდული არის ასევე ჰიტ პარადის სათავეში მოხვედრილ სიმღერებს შორის პაუზა – 54 წელი, უკანასკნელად The Beatles ჩარტებს 1969 წელს კომპოზიციით The Ballad of John and Yoko ლიდერობდა.
  • The Beatles გახდა ყველაზე ძველი ბენდი, რომელიც ბრიტანული ჩარტების სათავეში მოხვდა
  • რეკორდულია ასევე ინტერვალი ჩარტებში მოხვედრილ სინგლებს შორის – 60 წელი და 6 თვე. პირველი წარმატებული სინგლი From Me to You ჯგუფმა 1963 წელს გამოუშვა.

"წარმოუდგენელი და განსაცვიფრებელია. ჩემთვის ძალიან მომენტია". – ამბობს The Beatles-ის ცოცხალი ლიდერი პოლ მაკკარტნი.


კომპოზიცია ჯონ ლენონმა 1970-იან წლებში დაწერა. მუსიკოსმა სიმღერა დაუსრულებელი დატოვა, მისი გარდაცვალების შემდეგ ბენდის დარჩენილმა წევრებმა Now and Then დაასრულეს. 

სინგლის გამოშვების ინიციატორი პოლ მაკკარტნია. სიმღერაში გამოყენებულია ლენონის 1977 წლის, ჯორჯ ჰარისონის 1995 წლის და რინგო სტარის 2022 წლის ჩანაწერები. სიმღერის შექმნაში მონაწილეობდა ბენდის მუდმივი კოლაბორატორი, მეხუთე Beatles-ად წოდებული არანჟირების სპეციალისტი ჯორჯ მარტინი.

სიმღერის შექმნისას გამოყენებულია ხელოვნური ინტელექტი, თუმცა მარტინის თქმით ხელოვნური ინტელექტი არ გამოუყენებიათ ვოკალის გასასწორებლად და მსმენელი ლენონის ხმას მოისმენს.

ახალ კომპოზიციაზე კლიპი ბეჭდების მბრძანებლის რეჟისორმა, პიტერ ჯექსონმა გადაიღო.

კომენტარები