მიხეილ სააკაშვილის დაკავება

ჩარკვიანი მელიას: ჩემო მომავალო თბილისის მერო, აქ უნდა ყოფილიყავი, გამოცდა ვერ ჩააბარე

ნიკა მელიამ, რომელსაც მე ვემხრობი, კარგად უნდა გააანალიზოს, თბილისის მერობა რომ გადაწყვიტე, აქ უნდა იყო, აქ უნდა ყოფილიყავი. მე შენ განზრახ აღარ დაგირეკე, აქედან მოგმართავ, ეს იყო ჩემი გამოცდა შენდამი, შენს მამას თბილის ქალაქში ასიანზე აქვს გამოცდა ჩაბარებული. შენ ჯერ არ ჩაგიბარებია, მინდა, რომ 30-მდე მაგრად ჩააბარო, თორემ თბილისმა 2-იანის დაწერა იცის. 

მე გეუბნები ამას შენ, ყველაზე უფრო ჭირისუფალი, ზუსტად ისე მინდა ჩააბარო, როგორც უმაგრესმა ანზორ მელიამ ჩააბარა თბილისელებთანაც, ზუგდიდელებთანაც, მთელ საქართველოსთან და მაინც, პრევენციულად გეუბნები ამ შენიშვნას, შენ, ჩემო მომავალო თბილისის მერო, დღეს აქ უნდა მდგარიყავი, როგორც გია ბარამიძე დგას. შენ გამოცდა ვერ ჩაააბარე, მაგრამ 14-ში მე მოვალ და გასწავლი, რომ საქართველოსთვის გამოცდა რუსთაველის გამზირზე ბარდება. 

სახალხო მოძრაობის ხელმძღვანელი, თაკო ჩარკვიანი ოპოზიციის მერობის კანდიდატს, ნიკა მელიას მიმართავს. 

ჩარკვიანმა რუსთაველის გამზირზე, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართა

კომენტარები