ბათუმი

აზერბაიჯანის საელჩო ბათუმზე: გულწრფელად თანავუგრძნობთ მოძმე საქართველოს ყველა მოქალაქეს

შსს

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩო ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს თანაუგრძნობს. საელჩო განცხადებას Facebook გვერდზე ავრცელებს.

"აზერბაიჯანის საელჩო ღრმა თანაგრძნობას უცხადებს ბათუმის ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებსა და ახლობლებს. სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაშავებულებს და გულწრფელად თანავუგრძნობთ მოძმე საქართველოს ყველა მოქალაქეს". – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამ დროისთვის ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის შედეგად ჯამში 8 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან სულ 9 ადამიანი ამოიყვანეს, მათგან 2 ცოცხალი, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა, კაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა კი მძიმეა.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები