ბათუმი

რიჟვაძე: გეოლოგები ირგვლილ ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში ჩამონგრეული კორპუსის ირგვილ მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაციის საჭირეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მაშველების სამუშაოების დასრულებისთანავე კონსტრუქტორები და გეოლოგი შეისწავლიან, თუ რამდენად უსაფრთხოა ირგვლილ მყოფ შენობებში ცხოვრება.

"როგორც კი მაშველები მორჩებიან სამუშაოს, მობილიზებულია კონსტრუქტორები და გეოლოგები, რომლებიც ირგვლივ ყველა შენობის მდგრადობას შეისწავლიან, თუ რამდენად უსაფრთხოა იქ დარჩენა და ცხოვრება. ისინი უზრუნველყოფილნი იქნებიდან როგორც საცხოვრისით, ასევე სხვა დამატებითი საშუალებებით, რაც მათ ესაჭიროებათ", - თქვა რიჟვაძემ.

ამ დროისთვის კორპუსის ჩამონგრევის შედეგად სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს, თუმცა ქალი სხეულის მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. შინაგან საქმეთა მინისტრის ინფრომაციით, ნანგრევებში კიდევ 3 ადამიანს ეძებენ.

უფრო ადრე მაშველებმა ნანგრევებიდან ორი მცირეწლოვანი ცოცხლად გამოყვანა შეძლეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ კორპუსის ჩამონგრევის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში პირველი სართულის ბინის მეპატრონე და 2 მუშა დააკავა. უწყებამ გამოძიებით დაადგინა, რომ საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზოს ჩამონგრევა პირველ სართულზე სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების უსაფრთხოების წესების უხეში დარღვევით წარმოებამ გამოიწვია.

კომენტარები