ბათუმი

ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოასვენეს

მაშველები კორპუსის ნანგრევებში დაშავებულთა გადასარჩენად მუშაობენ
Lasha Ph

ბათუმში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ბავშვის ცხედარი ამოასვენეს. ინფორმაცია ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. 

ბოლო მონაცემებით, ნანგრევებიდან სულ 5 გარდაცვლილი ამოიყვანეს, ორი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანი ამოიყვანეს - კაცი და ქალი.  ამოყვანილი ქალი ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი - კლინიკის ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, ის საავადმყოფოში გულის გაჩერებით, სისხლდენითა და კიდურების დაზიანებით შეიყვანეს. 

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. გომელაურის ინფორმაციით, სახლის ჩამონგრევის მიზეზებთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია გაჩნდა, მათ შორის გაზის აფეთქებაც, თუმცა უწყება მთავარ ვერსიად ქვევით მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს განიხილავს

კომენტარები