ბათუმი

ზურაბიშვილი ბათუმზე: ვდგავარ მათ გვერდით, ვისაც ტრაგედია შეეხო, მადლობა თითოეულ მაშველს

ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ. თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში.

მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის.

ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის, და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება.

წერს საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი. 8 ივლისს ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე კორპუსი ჩამოინგრა. ნანგრევებიდან მაშველებმე 1 ადამიანის ცხედარი გამოიყვანეს - ასევე, გამოყვანილია 2 მოქალაქე, რომელთა მდგომარეობაც მძიმეა. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, ნანგრევებში, სავარაუდოდ, 10-მდე ადამიანი რჩება. 

კომენტარები