ბათუმი

ხოშტარია ვოლსკიზე: ვითარების წარმოუდგენელ დეგრადაციაზე მეტყველებს, ვერიდები ხელის გაშვერას

მოვისმინე ვოლსკის განცხადება და მართლა გული მეტკინა. აქ იყვნენ სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლები, ერთმანეთის გვერდზე იდგნენ, ხელი ჩამოართვეს, ადგილზე ადამიანები განიცდიან და მართლა შეუძლებელია, რომ ამ სიტუაციაში არ გაგიჩნდეს სრული სოლიდარობის განცდა ნებისმიერი ადამიანის მიმართ. ამ დროს, თანამდებობის პირი, რომელსაც განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გაქვს, როცა ეს მოგდის თავში, წარმოუდგენელ დეგრადაციაზე მეტყველებს ვითარების, ეს ნამდვილად გამოსასწორებელია. 

ერთობის მაგალითს ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში ხელისუფლება უნდა იძლეოდეს. მე ამ მომენტში კატეგორიულად ვერიდები ვინმეს მისამართით ხელის გაშვერას, არც კი შემიძლია ლაპარაკი მიზეზებზე, სანამ ეს ყველაფერი არ განიმუხტება.

ამბობს დროას ლიდერი და საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია ფორმულასთან ინტერვიუში. ქართული ოცნების დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ ბათუმში კორპუსის ჩამონგრევაზე საუბრისას თქვა, რომ "არსებობენ ადამიანები, ვისაც სურვილი აქვთ, რომ მსხვერპლი იყოს, რათა რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს".

კომენტარები