ბათუმი

ვოლსკი ბათუმზე: არის ხალხი, რომელსაც სურს, მსხვერპლი იყოს და პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს

არსებობს ადამიანთა დიდი ჯგუფი, რომლებიც ლოცულობენ, რომ იქ ნაკლები მსხვერპლი იყოს ან საერთოდ მსხვერპლი არ იყოს და არსებობენ ადამიანები, ვისაც სურვილი აქვთ, რომ ასეთი მსხვერპლი იყოს, რათა რაღაც პოლიტიკური დივიდენდი მიიღოს.

ამბობს ქართული ოცნების დეპუტატი, გიორგი ვოლსკი ბათუმში კორპუსის ჩამონგრევაზე საუბრისას. 

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით,  ნანგრევებში, დაახლოებით, 10-15 ადამიანია მოყოლილი. მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ბავშვი ამოიყვანეს. ასევე, ამოყვანილია ქალი, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა - ის კლინიკაშ გულის გაჩერებით შეიყვანეს.

კომენტარები