ბათუმი

სააკაშვილი: სოლიდარობა ბათუმელებს, ადამიანების გადასარჩენად უფრო სწრაფად მოქმედებაა საჭირო

კიდევ ერთხელ ჩემი სოლიდარობა ბათუმელებს. ვლოცულობ, რომ არ იყოს მსხვერპლი. რასაც ტელევიზიით ვუყურებ, ბევრად უფრო სწრაფად და ეფექტურადაა მოქმედება ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად საჭირო. აუცილებელია ობიექტური გამოძიება. პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას, ვინ არის დამნაშავე. ასევე, შესაჩერებელია ყველა მსგავსი საეჭვო მშენებლობა და სამშენებლო ნებართვა, სანამ ნამდვილი პროფესიონალები არ დადებენ ობიექტურ დასკვნას. ვდგავარ ჩემი უსაყვარლესი ბათუმის და ბათუმელების გვერდით. სიყვარულით, მიხეილ სააკაშვილი.

ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წერილი მისმა ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ წაიკითხა. 

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, კორპუსის ნანგრევებში, დაახლოებით, 10-15 ადამიანია მოყოლილი, მათგან 2  სამაშველო სამსახურებთან კონტაქტზე გამოდის. მაშველებმა ნანგრევებიდან 2 ბავშვი ამოიყვანეს.

კომენტარები