ბათუმი

რიჟვაძე: სამაშველო ოპერაციის დასრულების შემდეგ შემზარავი ფაქტის მიზეზს დეტალურად დავადგენთ

ვიბრძვით თითოეული ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის გადასარჩენად.

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის ფაქტთან დაკავშირებით აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, ჩართულია ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ყველა შესაბამისი სამსახური.

მას შემდეგ რაც დასრულდება სამაშველო ოპერაცია, დეტალურად დადგინდება ამ შემზარავი ფაქტის გამომწვევი მიზეზები.

წერს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე Facebook-ზე. კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნანგრევებიდან ამ დროისთვის 2 ბავშვია გამოყვანილი - ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. 

კომენტარები