ბათუმი

რიჟვაძე: მძიმე შემთხვევაა, სრული ინფორმაცია არ გვაქვს, ნანგრევებში ადამიანები რჩებიან

იმედი/კადრი ვიდეოდან

"მძიმე შემთხვევაა. ბავშვი გადაარჩინეს მაშველებმა, მაგრამ ნანგრევებში ადამიანები არიან". – ამბობს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ბათუმში ჩამონგრეულ კორპუსზე.

რიჟვაზის თქმით, სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია შესაბამისი უწყებები და ასევე მობილიზდება დამატებითი ძალები, – "ყველაფერი გაკეთდება, რომ ნანგრევებში დარჩენილი ადამიანები გადარჩნენ. სრული ინფორმაცია არ გვაქვს, მიმდინარეობს მუშაობა". – ამბობს თორნიკე რიჟვაძე.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ნანგრევებიდან ამ დროისთვის 2 ბავშვია გამოყვანილი - ისინი კლინიკაში გადაიყვანეს. 

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. 

კომენტარები