ბათუმი

კირთაძე: ძალიან მნიშვნელოვანია, ბათუმში სამაშველო სამსახურებმა სწრაფად და კარგად იმუშაოს

ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, სამაშველო სამსახურებმა იმუშაოს რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად. ნახევარი კორპუსია დანგრეული და, რა თქმა უნდა, ხალხი იქნება მოყოლილი. 

ახლა მნიშვნელოვანია სამაშველო სამსახურების კარგი მუშაობა. არ გვაქვს ინფორმაცია, შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ იქნება [ხალხი] და ამიტომ არის მნიშვნელოვანი სასაშველო სამსახურების სწრაფი მუშაობა.

ამბობს ბათუმში ოპოზიციის მერობის შეთანხმებული კანდიდატი, გიორგი კირთაძე მთავართან ინტერვიუში. 

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. შსს-ს ინფორმაციით, მეზობელი სახლებიდან და ნანგრევებში მოყოლილი მანქანებიდან ადამიანები გამოიყვანეს. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, გამოყვანილი 2 ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

კომენტარები