ბათუმი

ბათუმში კორპუსის ნანგრევებიდან ამოყვანილი ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, კორპუსის ნანგრევებიდან ბავშვი ამოიყვანეს - ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამის შესახებ ნიჟარაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა.  

ადგილზე მომუშავე ჟურნალისტებისა და თვითმხილველის ინფორმაციით, ნანგრევებში მანქანა მოყვა - ბავშვი ამ მანქანიდან გამოიყვანეს.

კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე დღეს, 8 ოქტომბერს ჩამოინგრა. მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. დაშავებულების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დრომდე არ ვრცელდება. 

კომენტარები