კორონავირუსი საქართეველოში

გამყრელიძე: ბოლო სამი დღეა, ეპიდსიტუაცია უარესდება

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ, იმუნიზაციის საბჭოს სხდომაზე თქვა, რომ ბოლო სამი დღეა ეპიდსიტუაცია უარესდება.

"ძალიან საყურადღებო და გასათვალისწინებელი მიმდინარეობაა. იცით, რომ ეპიდსიტუაცია სტაბილურად უმჯობესდებოდა ქვეყანაში და ყველა მაჩვენებელი იკლებდა ბოლო ერთი თვეა, მაგრამ ბოლო სამი დღეა შეიმჩნევა ეპიდსიტუაციის გაუარესების ტენდენცია. ბოლო სამი დღეა უკვე, წინა ორი კვირასთან შედარებით, გვაქვს დაახლოებით 300 ერთეულით მეტი ახალი შემთხვევები", - თქვა გამყრელიძემ.


შეგახსენებთ, რომ 7 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ოფიციალურად COVID-19-ით ინფიცირების 626 058 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 596 380 გამოჯანმრთელდა, 9 162 პაციენტი კი გარდაიცვალა.  

ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები