კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 2 228 ახალი შემთხვევა, დღიური დადებითობა 7%-ია

VERGE

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 28 ადამიანი გარდაიცვალა. ბოლო 24 საათში ჩატარდა 31 828 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 2 228 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 711 ადამიანი. 

დღიური დადებითობა 7%-ია, ბოლო 7 დღის - 5.61% , ბოლო 14 დღის კი - 5.63%. 

2 228 ახალი შემთხვევიდან თბილისში  638 დადასტუდა, აჭარაში - 128, იმერეთში - 469, ქვემო ქართლში - 125, შიდა ქართლში - 100, გურიაში - 82, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 241, კახეთში - 324, მცხეთა-მთიანეთში - 40, სამცხე-ჯავახეთში - 52, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 29.   

7 ოქტომბრის დილის მონაცემებით, საქართველოში ოფიციალურად COVID-19-ით ინფიცირების 626 058 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 596 380 გამოჯანმრთელდა, 9 162 პაციენტი კი გარდაიცვალა. 

959 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის, თბილისში 330 მკურნალობს, აჭარაში - 90, იმერეთში - 300. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე  256 პაციენტია,  მათგან თბილისში - 137, აჭარაში - 26, იმერეთში - 29.


ქვეყანაში აკრძალულია კონცერტები, ფესტივალები და დიდი თავყრილობები. სავალდებულოა პირბადის ტარება როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში. 25 აგვისტოდან კვების ობიექტებს მუშაობის უფლება მხოლოდ 22:00-მდე აქვთ. 14 აგვისტოს გაჩერებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი მხოლოდ 13 სექტემბრიდან აღდგა. 

ასაცრელად დარეგისტრირდით – booking.moh.gov.ge-ზე ან რეგისტრაციისთვის დარეკეთ:

  • ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე – 15 22;
  • ევროპული საქართველოს ცხელ ხაზზე – 0322 800 222;
  • დროას ცხელი ხაზზე – 599 192 277; 598 642 956;
  • ლელოს ცხელ ხაზზე – 0322 232 288;
  • ენმ-ს ცხელ ხაზზე – 599 85 25 46;
  • იუსტიციის სახლების სატელეფონო ცენტრში – 0322 405 405.

სად და რომელი ვაქცინებით შეძლებთ აცრას წინასწარი რეგისტრაციის გარეშე – სია.

ავჭალა, სითი მოლი, ისთ ფოინთი – ავტობუსებში აცრას თბილისში ცხრა ადგილას შეძლებთ.

კომენტარები